თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის ინფორმაციით, ახალი 919 შემთხვევა რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 366;
- აჭარა – 286;
- იმერეთი – 104;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 57;
- ქვემო ქართლი – 44;
- შიდა ქართლი – 21;
- კახეთი – 13;
- გურია – 13;
- მცხეთა-მთიანეთი – 11;
- რაჭა-ლეჩხუმი – 1;
მარინა ენდელაძემ თქვა, რომ კლასტერებზე საუბარი აღარ შეიძლება, რადგან უკვე გავრცელებულია ვირუსი ქვეყანაში. მისი განცხადებით, არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, უკვე ქუჩაშიც პირბადით უნდა ვიაროთ.
„უმკალვდება, არა გვყავს უკმაყოფილო პაციენტები, არის რესურსი და იქნება ყველანაირად, რომ გავუმკლავდეთ ამ ინფექციას. მიდის ძალიან სერიოზული კოორდინირებული მუშაობა“, – განაცხადა ენდელაძემ.