20 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1194 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 15 პაციენტი და გამოჯანმრთელდა 328 ადამიანი.
გარდაცვლილთაგან თბილისში არის 7, ბათუმში – 4, ქუთაისში – 2, გორში – 1, მცხეთაში – 7.
კორონავირუსის ახალი შემთხვევები რეგიონებში შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 425;
- აჭარა – 193;
- იმერეთი – 372;
- გურია – 21;
- სამეგრელო-ზემო სვანეთი – 27;
- ქვემო ქართლი – 53;
- შიდა ქართლი – 64;
- მცხეთა მთიანეთი – 18;
- კახეთი – 3;
- რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთი – 9;
- სამცხე-ჯავახეთი – 9.
19 ოქტომბრის 00:00 საათის მონაცემით, 10 182 აქტიური შემთხვევაა ქვეყანაში. მათ შორის, 2 817 პირი მკურნალობს საავადმყოფოში, მათგან 1 383 პირი – თბილისის კლინიკებში, აჭარაში კი – 588.
ქვეყანაში 341 მძიმე პაციენტია, მათგან 172 პირი არის თბილისში, აჭარაში – 69. 75 პაციენტი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა (49 – თბილისში, აჭარა – 10).
1672 პირი მოთავსებულია კოვიდსასტუმროებში. 1 079 არის აჭარაში, 449 – თბილისში. 5 670 პაციენტი მკურნალობს ბინაზე.
4 726 ადამიანი მოთავსებულია საკარანტინო სივრცეში. მათგან თბილისშია 1 005, აჭარაში – 2 337.
6-19 ოქტომბრის პერიოდში საზღვრიდან გადაყვანილია 6 356 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 21 962 პირი. მათგან თბილისში – 3 798, აჭარაში – 8 821, იმერეთში – 3 369.