მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ნათია მეზვრიშვილის ცნობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 791 ახალი დადასტურებული შემთხვევა.
დღეს გამოვლენილი 1 791 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 532 შემთხვევა, აჭარაში – 369, იმერეთში – 392, ქვემო ქართლში – 86, შიდა ქართლში – 62, გურიაში – 29, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 187, კახეთში – 57, მცხეთა-მთიანეთში – 0, სამცხე-ჯავახეთში – 56, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთში – 21.
24 საათში გამოჯანმრთელდა 2 413 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 25 104-მდე.
ბოლო 24 საათში 28 ადამიანი გარდაიცვალა, თბილისში – 10 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 7, შიდა ქართლში – 2, ქვემო ქართლში – 1, ხოლო სამეგრელო-ზემო სვანეთში – 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 335 გარდაცვალების შემთხვევა.
ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 262. 4 188 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 046, აჭარაში – 696.
მძიმე პაციენტი – 503, მათ შორის, თბილისში – 228, აჭარაში – 83. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 223 პირი – მათ შორის, თბილისში – 96, აჭარაში – 77.
2 204 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 068 – აჭარაში, ხოლო 826 – თბილისში. 8 870 მკურნალობს ბინაზე. საკარანტინე სივრცეში იმყოფება 3 007 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 569, აჭარაში-1 430.
სულ 6-31 ოქტომბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 10 748 ადამიანი. დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 565 პირი, საიდანაც თბილისში არის 3 018 ადამიანი, აჭარაში – 12 748, იმერეთში – 3 927.