უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე კორონავირუსთან დაკავშირებით, 14 იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 357 ახალი შემთხვევიდან:
- თბილისში გამოვლენილია 561 შემთხვევა
- აჭარა – 112
- იმერეთი – 196
- ქვემო ქართლი – 69
- შიდა ქართლი – 111
- გურია – 18
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 131
- კახეთი – 84
- მცხეთა-მთიანეთი – 41
- სამცხე-ჯავახეთი – 26
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ბერდია სიჭინავას თქმით, ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 808 პირი, მათ შორის, თბილისში – 369, აჭარაში – 62, იმერეთში – 192.
ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 240 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – 8, იმერეთში – 27.
დღეს კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა დადასტურდა და 21 ადამიანი გარდაიცვალა.