თბილისი - 57, იმერეთი - 31, კახეთი - 17 | კორონავირუსის შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, კორონავირუსთან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.

ბერდია სიჭინავას ინფორმაციით, დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 165 ახალი შემთხვევა რეგიონებზე ასე ნაწილდება:

  • თბილისი – 57 შემთხვევა;
  • აჭარა – 10;
  • იმერეთი – 31;
  • ქვემო ქართლი – 6;
  • შიდა ქართლი – 6;
  • გურია – 13;
  • სამეგრელო – ზემო სვანეთი – 14;
  • კახეთი – 17;
  • მცხეთა-მთიანეთი – 2;
  • სამცხე-ჯავახეთი – 9;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 9 197 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 208 კვლევა ანტიგენის ტესტით და 2 989 PCR ტესტით.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, ბერდია სიჭინავას თქმით, 14 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 1.79%, ბოლო 14 დღის განმავლობაში – 3%, ხოლო 7 დღის განმავლობაში – 2.5%.

„ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 3 601, საიდანაც: 1 932 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. ამ ეტაპზე 425 მძიმე პაციენტია. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 101 პირი. 232 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში. 1 437 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 238 ადამიანი“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.


StopCov.ge-ის განახლებული მონაცემებით, გასულ დღე-ღამეში ქვეყანაში კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 639 პაციენტი და გარდაიცვალა 11 ადამიანი.