უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1337 ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე ისაუბრა.
სიჭინავას თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 571 შემთხვევა, აჭარა – 212, იმერეთი – 147, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 48, გურია – 16, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 74, კახეთი – 41, მცხეთა-მთიანეთი – 41, სამცხე-ჯავახეთი – 18, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების 27 517 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 6 912 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
დღეს, 14 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1337 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 49 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 3498.