თბილისი - 636, აჭარა - 333 | ახალი შემთხვევების განაწილება რეგიონებში

პუბლიკა

დღეს გამოვლენილი 1731 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგნაირად:

  • თბილისში გამოვლენილია 636 ახალი შემთხვევა,
  • აჭარაში – 333,
  • იმერეთში – 320,
  • ქვემო ქართლში – 121,
  • შიდა ქართლში – 76,
  • გურიაში – 18,
  • სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 119,
  • კახეთში – 45,
  • მცხეთა-მთიანეთში – 9,
  • სამცხე-ჯავახეთში – 39,
  • რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 15.

ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 731 ახალი დადასტურებული შემთხვევა. 2 197 გამოჯანმრთელებული პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 14 829-მდე. 24 საათში გარდაცვლილია 15 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 4 ადამიანი, აჭარაში – 7, ხოლო იმერეთში – 4 ადამიანი. გარდაცვლილების ჯამური მაჩვენებელი შეადგენს 253 ადამიანს.

„მძიმე პაციენტი არის 521, მათ შორის, თბილისში – 267, აჭარაში – 73. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 120 პირი – მათ შორის, თბილისში – 67, აჭარაში – 23. 2 344 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, სადაც გადის მკურნალობის კურსს, მათ შორის, 824 – აჭარაში, ხოლო 1 250 – თბილისში; 12 384 მკურნალობს ბინაზე“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ.