დღეის მდგომარეობით, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ინფექციის 1 852 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 1 696, გარდაიცვალა 7 ადამიანი.
დღეს გამოვლენილი 1 852 შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი შემდეგნაირია: თბილისში გამოვლენილია 650 შემთხვევა, აჭარაში – 389, იმერეთში – 441, ქვემო ქართლში – 68, შიდა ქართლში – 51, გურიაში – 28, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 114, კახეთში – 20, მცხეთა-მთიანეთში – 51, სამცხე-ჯავახეთში – 27, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 13.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 411. 4 293 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 125, აჭარაში – 709.
მძიმე პაციენტია 519, მათ შორის, თბილისში – 279, აჭარაში – 86. აქედან, ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 230 ადამიანი – მათ შორის, თბილისში – 100, აჭარაში – 83. 2 236 პირი არის კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის, 1 077 – აჭარაში, ხოლო 837 – თბილისში. 8 882 ადამიანი მკურნალობს ბინაზე.
საკარანტინე სივრცეშია 2 977 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 609, აჭარაში-1 419.
სულ 6 ოქტომბრის – 1 ნოემბრის პერიოდში, საზღვრიდან გადაყვანილია – 10 982 პირი.
დღეის მდგომარეობით, თვითიზოლაციაში იმყოფება 29 876 ადამიანი. მათგან თბილისში – 2 867 პირი, აჭარაში – 13 341, იმერეთში – 3 813.