„თბილისი - 684, აჭარა - 351, იმერეთი - 214“ - კორონავირუსის განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დღეს გამოვლენილი კორონავირუსის 1 673 შემთხვევის გადანაწილებაზე ისაუბრა.

„თბილისში გამოვლენილია 684 შემთხვევა, აჭარაში – 351, იმერეთში – 214, ქვემო ქართლში – 75 შიდა ქართლში – 98, გურიაში – 41, სამეგრელოსა და ზემო სვანეთში – 86, კახეთში – 52, მცხეთა-მთიანეთში – 23, სამცხე-ჯავახეთში – 33, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 16“, – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

მეზვრიშვილისვე განმარტებით, ბოლო 24 საათში გარდაცვალების 22 შემთხვევა რეგიონების მიხედვით შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისში – 10 ადამიანი, აჭარაში – 7, იმერეთში – 4, ხოლო სამცხე-ჯავახეთში – 1 ადამიანი.


დღეს, 31 ოქტომბერს საქართველოში კორონავირუსის 1673 შემთხვევა გამოვლინდა. StopCov.ge-ს განახლებული მონაცემებით, გარდაიცვალა 22 კოვიდპაციენტი და გამოჯანმრთელდა კიდევ 2881 ადამიანი.

განახლებული მონაცემები ასეთა:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 38936;
  • აქედან  გამოჯანმრთელდა – 22691;
  • გარდაიცვალა – 307;
  • კარანტინის რეჟიმში – 3001;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4136;
  • კოვიდსასტუმროში მყოფი პირები – 2245;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.