უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1800 ახალი შემთხვევის გადანაწილებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, ქვეყანაში ვირუსის ახალი შემთხვევები შემდეგნაირად ნაწილდება:
- თბილისი – 735
- აჭარა-119
- იმერეთი-331
- ქვემო ქართლი-128
- შიდა ქართლი-103
- გურია-43
- სამეგრელო – ზემო სვანეთი-151
- კახეთი-116
- მცხეთა-მთიანეთი-22
- სამცხე-ჯავახეთი – 35
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17
მისი თქმით, გარდაიცვალა 20 ადამიანი და ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 7 911.