უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1738 ახალი შემთხვევის გადანაწილებაზე ისაუბრა.
სიჭინავას თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 743 შემთხვევა, აჭარა – 115, იმერეთი – 301, ქვემო ქართლი – 123, შიდა ქართლი – 100, გურია – 46, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 138, კახეთი – 107, მცხეთა-მთიანეთი – 32, სამცხე-ჯავახეთი – 25, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 8.
ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების 12 941 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
დღეს, 30 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1738 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 38 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 1494.