უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე, რეგიონების მიხედვით:
- თბილისში გამოვლენილია 750 შემთხვევა;
- აჭარა – 94;
- იმერეთი – 234;
- ქვემო ქართლი – 94;
- შიდა ქართლი – 103;
- გურია – 35;
- სამეგრელო – ზემო სვანეთი – 126;
- კახეთი – 102;
- მცხეთა-მთიანეთი – 44;
- სამცხე-ჯავახეთი – 29;
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 7.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ქვეყანაში ამ ეტაპზე ინფიცირების 12 772 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც – 3 873 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში. მათივე ცნობით, საქართველოში 816 მძიმე პაციენტია და ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 242 პირი. მათივე ცნობით, 8 320 პირი კორონავირუსის მკურნალობის კურსს საცხოვრებელ ბინაზე გადის.
საქართველოში, ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 403 კოვიდპაციენტი და გარდაიცვალა – 26.