თბილისი - 837, იმერეთი - 367 | Covid-19-ის შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 012 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 837 შემთხვევა, აჭარა – 125, იმერეთი – 367, ქვემო ქართლი – 132, შიდა ქართლი – 144, გურია – 31, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 155, კახეთი – 147, მცხეთა-მთიანეთი – 34, სამცხე-ჯავახეთი – 28, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 12.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 12 735, საიდანაც, 5 480 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 001 პირი, მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 346 პირი.

1 287 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში; 5 968 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 401 ადამიანი.

სულ 6 ოქტომბრიდან – 28 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია – 21 037 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 33 920 ადამიანი.