თბილისი - 863, იმერეთი - 259, ქვემო ქართლი - 168 | Covid-19-ის შემთხვევების განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1881 ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე ისაუბრა.

სიჭინავას თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 863 შემთხვევა, აჭარა – 97, იმერეთი – 259, ქვემო ქართლი – 168, შიდა ქართლი – 145, გურია – 35, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 112, კახეთი – 108, მცხეთა-მთიანეთი – 54, სამცხე-ჯავახეთი – 29, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების 20 165 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 5 969 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.


დღეს, 25 დეკემბერს საქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ინფიცირების 1881 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 37 პაციენტი, გამოჯანმრთელდა – 1515.