თბილისი - 920, იმერეთი - 279| განაწილება რეგიონების მიხედვით

პუბლიკა

უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე დღეს გამოვლენილი ინფიცირების 1 972 ახალი შემთხვევების გადანაწილებაზე ისაუბრა.

სიჭინავას თქმით, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 920 შემთხვევა, აჭარა – 139, იმერეთი – 279, ქვემო ქართლი – 112, შიდა ქართლი – 145, გურია – 30, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 120, კახეთი – 117, მცხეთა-მთიანეთი – 57, სამცხე-ჯავახეთი – 32, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 21.

ბერდია სიჭინავას განცხადებით, ამ ეტაპზე ინფიცირების 19 836 აქტიური შემთხვევაა, საიდანაც, 6 149 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.


დღეს საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გამოჯანმრთელდა 2737 პაციენტი და გარდაიცვალა 43 ადამიანი.