უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე რეგიონების მიხედვით კორონავირუსის ახალი შემთხვევბის გადანაწილებაზე ისაუბრა.
„დღეს გამოვლენილი 2 401 შემთხვევიდან დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებელი ასეთია: თბილისში გამოვლენილია 976 შემთხვევა, აჭარაში – 328, იმერეთში – 368, ქვემო ქართლში – 61, შიდა ქართლში – 135, გურიაში – 62, სამეგრელო – ზემო სვანეთში – 280, კახეთში – 70, მცხეთა-მთიანეთში – 31, სამცხე-ჯავახეთში – 55, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში – 35“, – განაცხადა ხოჯრევანიშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 20 ადამიანი. მათ შორის თბილისში – 10, აჭარაში – 2 , იმერეთში – 7, ხოლო მცხეთა-მთიანეთში – 1 ადამიანი.
როგორც ალექსანდრე ხოჯრევანიშვილმა აღნიშნა, ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 15 332. 4 489 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 2 198, აჭარაში – 723.
გასულ დღე-ღამეში კორონავირუსით 20 ადამიანი გარდაიცვალა. 5 ნოემბრის მონაცემებით დაინფიცირდა კიდევ 2401 მოქალაქე, ხოლო გამოჯანმრთელდა 2289 კოვიდპაციენტი.
განახლებული მონაცემი ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 49218;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 33459;
- მათ შორის გარდაცვლილი – 401;
- კარანტინის რეჟიმში – 3160;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 4489;
- კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 2446;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.