თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებას დღეში კიდევ ერთ რეისი დაემატება – რკინიგზა

პუბლიკა

საქართველოს რკინიგზის ცნობით, 1 ივლისიდან, კომენდანტის საათის გაუქმებისთანავე, საქართველოს რკინიგზა, თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ყოველდღიურად კიდევ ერთ რეისს შეასრულებს.

თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დღეში სამი რეისი იმოძრავებს.

რკინიგზის ცნობით, კომენდანტის საათის გაუქმების გამო, იცვლება განრიგი სხვა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებზეც.

მატარებლის მოძრაობის განრიგი:

რკინიგზის ცნობით, ძალაში რჩება კოვიდ-19-თან დაკავშირებული რეკომენდაციები:

– გამცილებლები მგზავრებს ვაგონის შესასვლელებში ჩაუტარებენ თერმოსკრინინგს, მატარებელში შესვლისთანავე კი მათ უნდა გაიარონ, დეზობარიერი და ხელები, დაიმუშაონ სადეზინფექციო ხსნარით.
– ხელის დისპენსერები ყველა ვაგონში იქნება დამონტაჟებული.
– მნიშვნელოვანია მგზავრებმა წინასწარ იცოდნენ, რომ ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არ გამოცხადდნენ გასამგზავრებლად.
– პირბადის გარეშე მგზავრები არ დაიშვებიან და მგზავრობის პროცესში მათ არ აქვთ პირბადის მოხსნის უფლება.