თბილისი პრაიდის კვირეულს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი გახსნის

პუბლიკა

1-8 ივლისს თბილისი პრაიდის კვირეული გაიმართება. პრაიდის კვირეულში მონაწილეობას მიიღებს ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, დუნია მიატოვიჩი.

ცნობილია, რომ დუნია მიატოვიჩი პრაიდის კვირეულს გახსნის. ის გამხსნელ სიტყვას წარმოთქვამს. მას შეუერთდება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივი წარმომადგენელი საქართველოში,  ნიკ ბერესფორდი.

გახსნით ღონისძიებას ლგბტქ + ადამიანები, მხარდამჭერები, საერთაშორისო და ადგილობრივი პარტნიორები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

 

თბილისი პრაიდის კვირეულზე ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.