გასული წლის 5 ივლისს, „თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრის ბრალდებით სასამართლომ 3 პირს 5 000 – 5 000-ლარიანი ჯარიმა შეუფარდა.
მათ მსჯავრი სისხლის სამართლის 160-ე მუხლით შეეფარდათ, რაც საკუთრებაში მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ უკანონოდ შესვლას გულისხმობს, რაც არღვევს ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობას.
როგორც „თბილისი პრაიდის” წარმომადგენელი წერს, სასამართლო გადაწყვეტილების გამოცხადებისას არ გაჟღერებულა 53-ე პრიმა მუხლი, რაც სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს გულისხმობს.
„დევნა და ორგანიზებული დანაშაული ვერ დაინახა სასამართლომ (პროკურატურას ჰქონდა წაყენებული ეს მუხლებიც). მხოლოდ ბინაში უნებართვოდ შესვლა დატოვა (მუხლი 160) ორი დამამძიმებელი გარემოებით – ჯგუფურად და ძალადობის მუქარით”, – წერს მარიამ კვარაცხელია.