„თბილისი პრაიდს“ ახალი გამგეობა ჰყავს. ორგანიზაციის ინფორმაციით, მმართველო ორგანო საერთო კრების შედეგად, ხმის მიცემით დაკომპლექტდა. მათივე ცნობით, ახალი გამგეობა „თბილისი პრაიდს“ მომდევნო 2 წლის მანძილზე უხელმძღვანელებს.
„2021 წლის 24 მარტს ჩატარდა „თბილისი პრაიდის“ პირველი საერთო კრება, რომელსაც ორგანიზაციის 50-მდე წევრი დაესწრო. წევრებმა მიიღეს ინფორმაცია ორგანიზაციის წარსული საქმიანობის, მიმდინარე პროექტებისა და სამომავლო გეგმების შესახებ“, – აღნიშნავს ორგანიზაცია.
„თბილისი პრაიდის“ ინფორმაციით, ახალი გამგეობა, 7 ადამიანისგან შედგება:
- ცაბუნია ვართაგავა;
- ნინია კაკაბაძე;
- დავით სუბელიანი
- ლელა ცისკარიშვილი;
- მაია ვერძაძე;
- ირმა გოგიაშვილი;
- ტაო ჭალიძე.