„თბილისი პრაიდი“ ტაილანდის მოქალაქის, ტრანსგენდერი ქალის მკვლელობის ფაქტს ეხმაურება. ორგანიზაციის შეფასებით, ეს ფაქტი ქვეყანაში არსებული ტრანსფობიური სიძულვილის კიდევ ერთი საგანგაშო გამოვლინებაა. ისინი მოუწოდებენ სახელმწიფოს გადადგას ეფექტური ნაბიჯები ტრანსფობიური ძალადობის დასასრულებლად.
„2021 წლის 31 ოქტომბერს, თბილისში, ტაილანდური მასაჟის ცენტრში სასტიკად მოკლეს ტაილანდის 38 წლის მოქალაქე, რომელიც საქართველოში სამუშაოდ იმყოფებოდა. დაჭრილია სალონის კიდევ ერთი ტაილანდელი თანამშრომელი, რომელმაც თავდამსხმელისთვის ხელის შეშლა სცადა. Საქართველოს Პროკრატურის ინფორმაციით, ბრალდებული Მასაჟის ცენტრში „გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით, ტრანსგენდერების მოკვლის მიზნით მივიდა”.
Მკვლელობაში ბრალდებული 23 წლის კალათბურთელი ვ.ც.-ია, რომელსაც პროკურატურამ ბრალი უკვე წაუყენა და სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
Საგანგაშოა საქართველოში არსებული ჰომო/ტრანსფობიური ძალადობრივი კულტურა, რომელიც ნორმალიზებული და წახალისებულია სხვადასხვა საზოგადოებრივი, პოლიტიკური და რელიგიური ჯგუფის მიერ. ქვეყანაში ანტიდისკრიმინაციული კანონები და პოლიტიკები არსებობს ფორმალურად, რეალურად კი, ლგბტ+ თემის წევრების თანასწორუფლებიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის არცერთ სფეროში არ არის სათანადოდ დაცული. სახელმწიფო უარს აცხადებს ჰომო/ტრანსფობიის პრობლემის აღიარებაზე. Სახელმწიფოს მიერ ძალადობასთან დაპირისპირება მოჩვენებითია, მეტიც, იგი უშუალოდ მონაწილეობს ლგბტქ+ ადამიანების დევნაში, რაც ცხადად დაგვანახა 2021 წლის 5-6 ივლისს მოვლენებმა, “- ამბობენ ორგანიზაციაში.
მათივე შეფასებით, Სასიცოცხლოდ აუცილებელია სახელმწიფომ გაიაზროს და შეასრულოს საკუთარი პოზიტიური ვალდებულება ძალადობის აღმოფხვრისა და თანასწორობისკენ სწრაფვის პროცესში.
Tbilisi Pride ოუწოდებს სახელმწიფო სტრუქტურებს დაუყონებლივ დაიწყონ სისტემური მუშაობა ჰომოფობიისა და ტრანსფობიის შესამცირებლად, Მათ შორის ფართო საგანმანათლებლო აქტივობებისა და ცნობიერების ამაღლების გზით, რაც სამომავლოდ ლგბტქ+ ადამიანებისთვის შექმნის უსაფრთხო და ღირსეულ საცხოვრებელ გარემოს. ისე როგორც არასდროს, დგას ჰომოფობიის სისტემურად გააზრების და მასთან ეფექტური ბრძოლის საჭიროება.