თბილისის 15 ქუჩას ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელები მიენიჭება

პუბლიკა

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის სხდომაზე თბილისის 15-მდე ქუჩისთვის საქართველოს ეროვნული გმირების და 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულ მებრძოლთა სახელების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

„ეს არის ჩვენი უახლესი წარსულის ძალიან ტრაგიკული დღე, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვენი გმირების ქმედებები ნამდვილად არის ჩვენთვის, ყველასთვის საამაყო. შესაბამისად, თითოეული ქართველის ვალია, მათი სახელების უკვდავსაყოფად ყველაფერი გააკეთოს. ამ შემთხვევაში, ჩვენ გვაქვს პატივი და შესაძლებლობა იმისა, რომ მცირედი წვლილი შევიტანოთ მათი სახელების უკვდავსაყოფად. თბილისის საკრებულო ხვალინდელ საკრებულოს სხდომაზე განახორციელებს სახელდებას და თბილისში ჩვენი 15 გმირის სახელდებას სხვადასხვა ქუჩებზე. ეს პროცესი გრძელდება და ჩვენ ყველა გმირის სახელის უკვდავსაყოფად განვახორციელებთ სახელდებას“, – განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ.