სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოების შემოწმების ფარგლებში 2 სასადილოში კრიტიკული შეუსაბამობა დაადგინა.
სახელმწიფო კონტროლი დედაქალაქის 63 უფასო კვებით ობიექტზე განხორციელდა, საიდანაც 2 შემთხვევაში სააგენტომ კრიტიკული შეუსაბამობა დაადგინა. კანონმდებლობის შესაბამისად, ობიექტებს საწარმოო პროცესი შეუჩერდათ და ჯარიმა დაეკისრათ.
სურსათის ეროვნული სააგენტო საზოგადოებრივი კვების ობიექტების, მათ შორის, სოციალურად დაუცველ ბენეფიციართა სასადილოების შემოწმების ფარგლებში მოწმდება სანიტარულ-ჰიგიენური მდგომარეობა, სურსათის შენახვის პირობები, ტემპერატურული რეჟიმი და პროდუქციის ვარგისიანობა.