ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული მობილური ტელეფონები აღმოაჩინეს
„მებაჟე ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, პაკისტანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქის ა.უ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული მობილური ტელეფონები (53 ცალი) აღმოაჩინეს. საქონლის საერთო საბაჟო ღირებულებამ 58 093 ლარი შეადგინა”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების თქმით, საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.