დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს მხარდასაჭერად თბილისის ანძა დიდი ბრიტანეთის დროშის ფერებში განათდა.
„საქართველოს სჯერა ბრიტანეთის გამარჯვების! ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ! – ამ მესიჯს საქართველო ბრიტანელ ხალხს უგზავნის”, – წერია თბილისის მერიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
რამდენიმე დღის წინ საქართველომ მსგავსი სოლიდარობა იტალიელ, ესპანელ და ამერიკელ ხალხსაც გამოუცხადა და სიმბოლურად, თბილისის ანძა ესპანეთის, იტალიისა და აშშ-ის დროშების ფერებში გაანათა.
worldmeters-ის მონაცემებით, ბრიტანეთში კორონავირუსის 84,279 შემთხვევაა დადასტურებული, გარდაცვლილთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბა და 10,612 შეადგინა. გამოჯანმრთელდა მხოლოდ 344 ადამიანი.