თბილისის ანძა ქალთა მიმართ ძალადობის აღკვეთის დღესთან დაკავშირებით ნარინჯისფრად განათდა

პუბლიკა

ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დედაქალაქის ანძა ნარინჯისფრად კიდევ ერთხელ განათდა. ინიციატივა, რომელიც უკვე ტრადიციად იქცა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ, თბილისის მერიის მხარდაჭერით, 2016 წლიდან ხორციელდება.

ამ სიმბოლური ჟესტით თბილისი ძალადობის წინააღმდეგ გლობალურ კამპანიას შეუერთდა. კამპანია 25 ნოემბერს, ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 16 დღეს გაგრძელდება.

კამპანიის ოფიციალური ფერი ნარინჯისფერია, ამიტომ მსოფლიოს ქალაქები მის მხარდაჭერას ღირსშესანიშნავი შენობებისა თუ ობიექტების ნარინჯისფრად განათებით გამოხატავენ. ამ დღესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებებშიც სწორედ ნარინჯისფერი დომინირებს.

გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი საერთაშორისო კამპანია 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება. იგი მიზნად საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და გენდერული ძალადობის მსხვერპლთა მიმართ სოლიდარობის დემონსტრირებას ისახავს.

გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) ინფორმაციით, წელს კამპანია მთავარ აქცენტს იმ „ჩრდილოვან პანდემიაზე“ აკეთებს, რომელიც COVID-19-ის გავრცელებას მოჰყვა: გადაადგილების შეზღუდვისა და იზოლაციის დაწყებისთანავე ქალებისა დაგოგოების მიმართ ყველა სახის ძალადობის, განსაკუთრებით კიოჯახში ძალადობის შესახებ შეტყობინებების რაოდენობა გაიზარდა.

გაეროს ქალთა ორგანიზაცია უერთდება ძალადობაგამოვლილ ადამიანებს, აქტივისტებს, გადაწყვეტილების მიმღებ პირებს, გაეროს სისტემასა დაყველა სოციალური ფენის წარმომადგენლებს, რათაუფრო ცხადად გამოკვეთოს, თურაოდენ საჭიროა დაფინანსება, აუცილებელი მომსახურებები, პრევენცია და მონაცემები, რომელთა მეშვეობით, ქალებისა და გოგოების მიმართ ძალადობაზე მეტად ინფორმირებული რეაგირება განხორციელდება.