თბილისის ანძა ამჯერად საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„თქვენ არ ხართ მარტო ამ ბრძოლაში, ერთად გავიმარჯვებთ! – კორონავირუსთან ბრძოლაში საფრანგეთის რესპუბლიკის მხარდასაჭერად, დღეს თბილისის ანძა საფრანგეთის დროშის ფერებში განათდა“, – აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.
რამდენიმე დღის წინ საქართველომ სოლიდარობა იტალიას, ესპანეთს, ბრიტანეთსა და აშშ-საც გამოუცხადა და თბილისის ანძა ქვეყნების დროშის შესაბამის ფერებში გაანათა.
ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 6,524 შემთხვევა დაფიქსირდა. ჯამში COVID-19-ით ინფიცირების 143,303 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. საფრანგეთში გარდაცვლილია ჯამში 15,729 პირი, მათგან 762 ბოლო ერთ დღეში.