რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომიდან ორი წლისთავზე, უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად, თბილისის ანძა უკრაინის დროშის ფერებში განათდა.
„საქართველოს დედაქალაქი კიდევ ერთხელ უცხადებს მხარდაჭერას უკრაინელ ხალხს, უსურვებს მათ მშვიდობასა და ქვეყნის ერთიანობას” – ვკითხულობთ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
დღეს უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან და სრულმასტაბიანი ომის დაწყებიდან 2 წელი გავიდა.