თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისის ანძის პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობაზე ინტერესთა გამოხატვა გამოცხადდება.
„გვინდა, გამოვაცხადოთ ინტერესთა გამოხატვა თბილისის ანძაზე პანორამული რესტორნის, გადმოსახედისა და ვიზიტორთა ცენტრის მოწყობა. თქვენ იცით, რომ ამ პროექტის კონცეფციის შექმნაზე ჩვენ გამოცხადებული გვქონდა ინტერესტთა გამოხატვა და ესტონურმა კომპანიამ KOKO-მ გაიმარჯვა, რომელსაც ძალიან დიდი გამოცდილება აქვს ამგვარ პროექტებზე მუშაობის“, – განაცხადა კახა კალაძემ.
მისი თქმით, პროექტი შეაფასა კულტურული მემკვიდრეობის საბჭომ და გათვალისწინებულია ყველა წარმოდგენილი რეკომენდაცია, რაც საბჭოს მიერ გაიცა.