შსს-ს ცნობით, 23 ოქტომბერს „ქართული ოცნების“ დასკვნითი წინასაარჩევნო ღონისძიების გამო, თბილისში ცალკეულ ქუჩებზე ავტომობილების მოძრაობა გარკვეული პერიოდით შეიზღუდა.
„მოსალოდნელი გადატვირთული სატრანსპორტო მოძრაობიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ მოქალაქეებს თავი შეიკავონ პირადი ავტოტრანსპორტით გადაადგილებისგან“, – აცხადებს შსს.
უწყების ცნობით, ღონისძიებასთან დაკავშირებით დაწესებული შეზღუდვა, 23 ოქტომბრის 00:00 საათიდან შეკრების დასრულებამდე იმოქმედებს. მოძრაობა ღონისძიების დასრულებისთანავე ჩვეულ რეჟიმში აღდგება.