თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წიწაკის სპრეის გაშვების საქმეზე გამოძიება დაიწყო

პუბლიკა

თბილისის ერთ-ერთ სკოლაში წიწაკის სპრეის გაშვების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

როგორც „პუბლიკას” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

დღეს თბილისის ერთ-ერთ სკოლაში მოსწავლემ წიწაკის სპრეი გაუშვა, რის შემდეგაც დირექციამ სასწრაფო დახმარება გამოიძახა.

განათლების სამინისტროში „პუბლიკას” უთხრეს, რომ მოსწავლეების ნაწილს პირველადი დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ხოლო ნაწილი პრევენციის მიზნით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.