თბილისის ერთ-ერთ სკვერში გარდაცვლილი ქალი იპოვეს

პუბლიკა

თბილისში, ბელიაშვილის სკვერში გარდაცვლილი ქალი იპოვეს. „მთავარი არხის” ინფორმაციით, გარდაცვლილი უსახლკარო იყო. ტელეკომპანია ადგილობრივებზე დაყრდნობით ამბობს, რომ გარდაცვლილი ღამეს ძირითადად სკვერში ატარებდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ქალის გარდაცვალების ფაქტს ადასტურებს. მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც პირის თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

უწყების ცნობით, პირველადი დათვალიერებით გარდაცვლილს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. გარდაცვალების მიზეზის დასაგდენად დანიშნულია ექსპერტიზა.