თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი კინოჩვენებების განრიგს აქვეყნებს. ორგანიზატორთა განცხადებით, „სრული პროგრამა მოგვიანებით გამოქვეყნდება“
თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი 1 დეკემბერს კინოთეატრ „ამირანში“ ალფრედ ჰიჩკოკის „შანტაჟით“ (1929) გაიხსნება. ფილმს ცოცხალი მუსიკის თანხლებით უჩვენებენ.
წელს ფესტივალის ფოკუსში დიდი ბრიტანეთია. „რეჟისორი ფოკუსში“ კი არის მექსიკელი რეჟისორი კარლოს რეიგადასი, რომელსაც გადაეცემა საპატიო პრომეთე. რეიგადასი თბილისში კინომოყვარულებს 8 დეკემბერს შეხვდება. საპატიო პრომეთე ასევე გადაეცემა ქართველ რეჟისორს და სცენარიტს, ირაკლი კვირიკაძეს.