თბილისის კინოფესტივალის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია

პუბლიკა

თბილისის 24-ე საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებულთა ვინაობა ცნობილია. საერთაშორისო ჟიურიმ ქართულ სრულმეტრაჟიან და მოკლემეტაჟიან ფილმებს “ოქროს პრომეთე” გადასცა, როგორც მხატვრულ, ასევე დოკუმენტური ფილმების სექციაში.

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის „ოქროს პრომეთე“ გადაეცა ზაზა ხალვაშისა და თამთა ხალვაშის „ლოტოს“. ამავე კატეგორიაში განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა ელენე ნავერიანის სურათმა „შაშვი შაშვი მაყვალი“.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმისთვის „ოქროს პრომეთე“ გადაეცა მარიამ ბიწაძის „სუფრას“. ამავე კატეგირიაში ჟიურის განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა სალომე კინწურაშვილის ფილმმა „გაქცეული“.

საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის „ოქროს პრომეთე“ გადაეცა გიორგი ფარქოსაძის ნამუშევარს „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“. ამავე კატეგორიაში განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურა ლუკა ბერაძის „ღიმილიანმა საქართველომ“.

საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისთვის „ოქროს პრომეთე“ გადაეცა აკი მანუკის ნამუშევარს „იგი“. სპეციალური აღნიშვნა დაიმსახურა გიორგი ფარქოსაძემ ფილმისთვის „მე ძალიან ნიჭიერი ვარ დაკარვაში“.

წელს ევროკავშირის პრიზი „ადამიანის უფლბები კინოში“ ორ ფილმს გადაეცა – ლუკა ბერაძის „ღიმილიან საქართველოსა“ და აბას ამინის „უსასრულო საზღვრებს“.

დოკუმენტური კინოს ასოციაცია „დოკამ“ სპეციალური პრიზი გადასცა ლეა გლობის სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმს „აპოლონია, აპოლონია“.

წლევანდელ ფესტივალზე „საქართველოს კინოინსტიტუტმა“ პირველი პრიზი გასცა და დააჯილდოვა  გიორგი ფარქოსაძე ფილმისთვის „მე ძალიან ნიჭიერი ვარ დაკარგვაში“.