თბილისის მერია 100 ახალ მანქანას ყიდულობს - შესყიდვის სავარაუდო ღირებულებაა 7,4 მილიონი

პუბლიკა

თბილისი მერია მსუბუქი ჰიბრიდული ავტომობილების შესასყიდად ტენდერს აცხადებს. 

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, მერიას 100 ახალი ავტომობილის შეძენა სურს.

ელექტორრონული (აუქციონის გარეშე) ტენდერის ღირებულებაა 7 412 300 ლარი. 

მერიის მოთხოვნის მიხედვით, მანქანები გამოშვებული უნდა იყოს 2025 წელს და თითოეული მანქანის გარბენი არ უნდა აღემატებოდეს 50 კილომეტრს, ხოლო მისი ფერი უნდა შეთანხმდეს შემსყიდველთან.