თბილისის მერიის განცხადებით, ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარე ტექნიკური სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 8 ივლისიდან საქმიანობას დროებით წყვეტს მოქალაქეთა მომსახურების ცენტრი.
მერიის ცნობით, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას კონკრეტული მიმართულებების მიხედვით მიიღებენ რამდენიმე რაიონულ სერვის ცენტრში.
კერძოდ:
თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, არქიტექტურის სამსახურის, თბილისის მუნიციპალური ინსპექციის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით მოქალაქეები მომსახურებას მიიღებენ კოსტავას N72-ში.
რაც შეეხება ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურების, ასევე, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს კომპეტენციაში არსებულ საკითხებს, მოქალაქეები შესაბამის მომსახურებას მიიღებენ ვაკის რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე – თამარაშვილის N10ა და საბურთალოს რაიონულ სერვის ცენტრში, მისამართზე – მიცკევიჩის N20.
ააიპ „ჩემი ადვოკატი“ მოქალაქეებს მოემსახურება ყველა რაიონულ სერვის ცენტრში.