თბილისის მერია საკრებულოსთან თანამშრომლობით მზად არის, იმუშაოს თბილისის ერთ-ერთი მოედნისთვის „უკრაინის გმირების“ სახელის მინიჭების საკითხზე, – ამის შესახებ საქართველოში უკრაინის საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული ანდრეი კასიანოვი დღეს თბილისის მერ კახა კალაძეს შეხვდა.
„კალაძემ აღნიშნა, რომ თბილისის მერია საკრებულოსთან თანამშრომლობით მზად არის, იმუშაოს თბილისის ერთ-ერთი მოედნისთვის „უკრაინის გმირების“ სახელის მინიჭების საკითხზე“, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.