თბილისის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურს ლევან მესხია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ განაცხადა.
ლევან მესხიამ პოსტზე გიორგი ხვედელიძე ჩაანაცვლა.
„ლევან მესხია სპეციალობით სამართალმცოდნეა, დღემდე რეგიონული განვითარების სამინისტროს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილე იყო, მანამდე კი შიდა აუდიტისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.
გარდა ამისა, აქვს სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება. ლევან მესხიას გამოცდილება, დარწმუნებული ვარ, სასიკეთოდ წაადგება მუნიციპალიტეტის მერიასა და ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კალაძისვე ინფორმაციით, სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი ხვედელიძე სხვა სახელმწიფო უწყებაში დასაქმდება.