თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. უწყების ცნობით, გათავისუფლების ბრძანებას თბილისის მერმა კახა კალაძემ ხელი უკვე მოაწერა.
„თბილისის მერია მადლობას უხდის სოფიო ხუნწარიას ორი წლის მანძილზე მუნიციპალიტეტში განხორციელებული არაერთი მნიშვნელოვანი პროექტისთვის და უსურვებს მას წარმატებებს შემდგომ საქმიანობაში“, – აღნიშნულია განცხადებაში.
სოფიო ხუნწარიამ თბილისის მერის მოადგილის თანამდებობა 2018 წელს დაიკავა. მანამდე ის თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსის პოზიციას იკავებდა.