თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ახალი მოადგილე, ანდრია ბასილაია წარადგინა.
მოგეხსენებათ, რომ თბილისის მერის მოადგილემ, სოფიო ხუნწარიამ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა. კალაძემ მას მადლობა გადაუხადა თანამშრომლობისთვის და წარმატებები უსურვა.
რაც შეეხება ახალ მოადგილეს, კალაძის თქმით, ბასილაია 2017 წლიდან არის მათი გუნდის წევრი.
„ის მნიშვნელოვან თანამდებობებზე იყო დღემდე და იყო წარმატებული. წარმატებული ახალგაზრდაა. პროფესიით არის ეკონომისტ -პოლიტოლოგი. დამთავრებული აქვს ნიუ-იორკის წმინდა ლაურენსის უნივერსიტეტი, მანამდე კი ვესტთაუნის სკოლა აშშ-ში…. ის არის ძალიან მაგარი პროფესიონალი და მინდა, მას წარმატებები ვუსურვო”, – განაცხადა კალაძემ.
მისივე თქმით, ის ხელმძღვანელობდა ურბანულ სამსახურს, ახლა კი ურბანულ სამსახურს უხელმძღვანელებს ვიქტორ წილოსანი.