თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

პუბლიკა

თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგენილია. ინფორმაცია „პუბლიკას” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში დაუდასტურეს.

მეტრო, დაახლოებით, 19:45 საათზე გაჩერდა. მერიის ინფორმაციით, მოძრაობის შეფერხება ძაბვის ვარდნამ გამოიწვია. მეტროსადგურ „წერეთლის” გვირაბიდან კი მგზავრების გამოყვანა გახდა საჭირო.