თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეფერხებულია. „პუბლიკას“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, რომ მეტროსადგურ “წერეთელზე” ძველ საკაბელო მეურნეობაში ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა, რის გამოც ადგილზე ჯგუფის გასვლა გახდა საჭირო. მთლიან ხაზზე მოიხსნა ძაბვა და შესაბამისად, საბურთალოს ხაზი ამ დროისთვის მგზავრებს ვერ ემსახურება.
კომპანიაში განმარტავენ, რომ მოძრაობა მაშინ აღდგება, როცა ხარვეზი გამოსწორდება.
განახლება (20:10) : „თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში“ განუცხადეს, რომ საბურთალოს ხაზზე მოძრაობა განახლდა.