თბილისის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი 16 მარტამდე შეწყდა

პუბლიკა

თბილისის საბავშვო ბაღებში არდადეგები ორშაბათიდან დაიწყება.  ამის შესახებ ინფორმაცია „პუბლიკას“ თბილისის ბაგა-ბაღების სააგენტოში დაუდასტურეს.

პრესსამსახურის ცნობით, ბაგა-ბაღებში სკოლის მსგავსად 2დან -16 მარტამდე შეწყდება სააღმზრდელო პროცესი.


კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, იმისთვის, რომ ყველა სკოლის დეზინფექციისთვის იყოს საკმარისი დრო, სკოლებში საგაზაფხულო არდადეგები, 9 მარტის ნაცვლად, 2 მარტიდან დაიწყება და 16 მარტამდე გაგრძელდება.

გარდა ამისა, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, გაძლიერდება სადეზინფექციო სამუშაოები საზოგადოებრივ ტრანსპორტში და საბავშვო ბაღებში.