თბილისის 23-ე საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონიაზე საერთაშორისო ჟიურიმ გამარჯვებულები გამოავლინა.
„ოქროს პრომეთე“ შემდეგ ფილმებს გადაეცა:
- საუკეთესო სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმისათვის – „ჩემი ოთახი“ (რეჟისორი: სოსო ბლიაძე)
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი მხატვრული ფილმი – “ჩემი მეგობარი ანდრო“ (რეჟისორი: კატალინა ბაქრაძე)
- საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი – “ჰეი, გუნეშ!“ (რეჟისორები: ანა ჯეგნარაძე, მარიტა თევზაძე)
- საუკეთესო სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმისათვის – “სახელმწიფო სახელმწიფოში“ (რეჟისორი: თეკლა ასლანიშვილი)
გარდა ამისა, ჟიურის სპეციალური პრიზი – „განსაკუთრებული აღნიშვნა“ გადაეცათ შემდეგ ფილმებს:
- “დრამერი” – რეჟისორი: კოტე კალანდაძე
- “მაინც ვითამაშებთ” – რეჟისორი: გიორგი ვარსიმაშვილი
- “ქრისტე ჩიტი (ნათლობა იორდანეში)” – რეჟისორი: მიხეილ კვირიკაძე
- “აქსელი” – რეჟისორი: ლევან უჩანეიშვილი.
ევროკავშირის სპეციალურ ჯილდო „ადამიანის უფლებები კინოში“ გადაეცა ში ჰაიაკავას ფილმისთვის „გეგმა 75“. განსაკუთრებული აღნიშვნა დაიმსახურე მარინა ერ გორბაჩს ფილმისთვის „კლონდაიკი“.