თბილისის საერთაშორისო კონფერენციის „დიდება უკრაინას“ მონაწილეები სოფელ ოძისში, საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდნენ და უკანონო ბორდერიზაციის პროცესს ადგილზე გაეცნენ.
სოფელ ოძისში ჩავიდნენ ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის გლობალური პოლიტიკის დირექტორი დევიდ კრამერი, ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა, უკრაინის ანტი-კორუფციული კოალიციის (Ukraine Anti-Corruption Coalition) წარმომადგენელმა დარია კალენიუკი და NATO-ში აშშ-ს ყოფილი ელჩი, კურტ ვოლკერი .
„ძალიან მნიშვნელოვანია აქ ჩამოსვლა და ხალხისთვის შეხსენება, რომ ოკუპაცია ჯერ კიდევ გრძელდება და ბორდერიზაციაც მიმდინარეობს. ახლა მსოფლიოს ყურადღება უკრაინაზეა გადატანილი, მაგრამ რუსეთის იმპერიალისტური ომები იქ არ დაწყებულა. ეს საქართველოში დაიწყო, ასევე მოლდოვაში. ეს ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული და არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი ისევ აქ არის. პირველი პრობლემა, რომელზეც ევროკომისიამ გაამახვილა ყურადღება, ეს არის პოლარიზაცია და ეს ნიშნავს, რომ მთავრობამ და ოპოზიციამ ერთად უნდა იმუშაონ ეროვნული მიზნის მისაღწევად, რაც არის ამ ქვეყნის გაწევრიანება ევროკავშირში რაც შეიძლება მალე, ასევე NATO-ში. როგორც ჩვენ ვიხილეთ ფინეთისა და შვედეთის მაგალითით, არ არსებობს უსაფრთხოება და კეთილდღეობა ევროპაში, თუ არა ხარ ევროკავშირსა და NATO-ში. ამიტომ, ეს უნდა იყოს ყველას მიზანი ამ ქვეყანაში”, – თქვა კურტ ვოლკერმა.
„ძალიან მოხარული ვარ, რომ ვიმყოფებით აქ, ოკუპაციის ხაზთან, რადგან ის, რაც დაემართა საქართველოს 2008 წელს, იყო რეპეტიცია იმისა, რაც ახლა ხდება უკრაინაში. საქართველოს ოკუპაციაზე დასავლეთის რეაგირების სისუსტემ წაახალისა რუსეთი, რომ მას გაეგრძელებინა თავისი სისასტიკე, დანაშაულები და ახლა ისინი გენოციდს სჩადიან უკრაინაში. უზარმაზარი ტერიტორიები უკრაინაში ოკუპირებულია და მილიონობით ადამიანი ცხოვრობს შიშში. მე აქ ვარ იმისთვის, რომ ვთქვა, უკრაინაში უკრაინელი ხალხი დარწმუნებულია ამ ომში გამარჯვებაში. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ ყველა იმ ქართველის, ვინც ახლა იბრძვის უკრაინაში. ეს არის მხარდაჭერა, რომელსაც ვგრძნობთ და ჩვენ ვგრძნობთ, თქვენ გესმით, რომ ომი უკრაინაში თქვენი ომიც არის და ეს არის ომი თავისუფლებისთვის.” – განაცხადა უკრაინის ანტი-კორუფციული კოალიციის (Ukraine Anti-Corruption Coalition) წარმომადგენელმა დარია კალენიუკმა.
სტუმრებთან ერთად საოკუპაციო ხაზთან იმყოფებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძე. ირაკლი ანთაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითი დელეგაციების სტუმრობა საოკუპაციო ხაზთან, რადგან მათ საშუალება აქვთ საკუთარი თვალით ნახონ არსებული ვითარება.
2022 წლის 5-6 სექტემბერს, მაკკეინის ინსტიტუტი საერთაშორისო ლიდერობისთვის, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი უმასპინძლებენ თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციას „დიდება უკრაინას!“. კონფერენცია ორი დღის განმავლობაში სასტუმრო “თბილისი რუმს”–ში გაიმართება.
თბილისის საერთაშორისო კონფერენციამ საქართველოს, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერთა თავშეყრის ადგილის სახელი დაიმკვიდრა. ყოველი წლის სექტემბერში კონფერენცია თავს უყრის უსაფრთხოების რეგიონულ ექსპერტებს, ქართველ პოლიტიკოსებს, სამოქალაქო აქტივისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს. კონფერენცია მიზნად ისახავს საქართველოს მსოფლიო და ტრანსატლანტიკურ დღის წესრიგში პრიორიტეტული ადგილის შენარჩუნებას, დემოკრატიული პროგრესის და ევროატლანტიკური მისწრაფებების ხელშეწყობას.
კონფერენციაზე იმსჯელებენ უკრაინის ომის შედეგად შექმნილ ახალ პოლიტიკურ და უსაფრთხოების რეალობაზე, თანამედროვე დემოკრატიის წინაშე მდგარ საფრთხეებზე, ევროპული უსაფრთხოების მომავალზე და ა.შ.
პანელური დისკუსიების თემებია:
– რუსეთის თავდასხმა უკრაინაზე და დასავლეთის რეაქცია
– სამხედრო აგრესიის გეოპოლიტიკური შედეგები
– არეულობა რეგიონში
– ომის გავლენა ევროპის მომავალზე
– დემოკრატია ავტორიტარიზმის წინააღმდეგ
– საით (მიდის) საქართველო?
– საინფორმაციო ომები
– რუსეთის შემდგომი ნაბიჯები
– ავტორიტარიზმისა და კლეპტოკრატია/კორუფციის საფრთხეები
– შეერთებული შტატები ამ ყველაფერში?
კონფერენციის საერთაშორისო სტუმრებს შორის არიან:
- ეველინ ფარკასი, მაკკეინის ინსტიტუტი
- დევიდ კრამერი, ჯორჯ ბუშის ინსტიტუტი
- კარა მაკდონალდი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და შრომის საკითხებში
- კურტ ვოლკერი, CEPA, ნატოში აშშ-ის ყოფილი ელჩი
- გენერალი ბენ ჰოჯესი, აშშ-ის ძალების ევროპული სარდლობის ყოფილი მეთაური
- ჰანა ჰოპკო, Democracy in Action, უკრაინა
- დარია კალენიუკი, უკრაინის ანტი-კორუფციული კოალიცია (Ukraine Anti-Corruption Coalition)
- ვიოლა ფონ კრამონი, ევროპარლამენტარი
- ანა ფოტიგა, ევროპარლამენტარი
- იან კელი, Northwestern University
- ვილიამ ტეილორი, აშშ-ს ყოფილი ელჩი უკრაინაში
- ლინას ლინკევიჩიუსი, ლიეტუვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი
- იაშა მუნკი, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტი, მწერალი და მეცნიერი
- ივანა კლიმპუშ-ცინცაძე, უკრაინის რადას წევრი
- ჰირო აკიტა, Nikkei, იაპონია
- ნატალია არნო, Free Russia
- ჟიგიმანტას პავილიონისი, ლიეტუვის სეიმი
- დენიელ ბაერი, Carnegie Endowment for International Piece
- მიხალ ბარანოვსკი, ვარშავის გერმანიის მარშალის ფონდი
- ანა ბორშევსკაია, ვაშინგტონის ინსტიტუტი
- პედრო ბოტა, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- კრისტიან კერილი, ვაშინგტონ პოსტი
- ედვარდ ჩოუ, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრი, CSIS
- ჩარლზ დევიდსონი, Global Financial Integrity
- ჯეიმი ფლაი, რადიო თავისუფლება, RFE/RL
- მიროსლავა ღონღაძე, ამერიკის ხმა
- რებეკა ჰარმსი, გერმანელი პოლიტიკოსი
- ჯონ ჰერბსტი, ატლანტიკური საბჭო (Atlantic Council)
- ბენ ჯუდა, ატლანტიკური საბჭო
- ბესიკი ქუთათელაძე, ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტი
- იზაბელ ლასერი, Le Figaro
- ბობო ლო, CEPA
- ფრედრიკ ლოდკუისტი, Stockholm Centre for Eastern European Studies
- ლორა მანდევილი, Le Figaro
- შტეფან მაისტერი, German Council on Foreign Relations
- ჰიუგ მინგარელი, ევროკავშირის ყოფილი ელჩი უკრაინაში
- ჟანა ნემცოვა, ბორის ნემცოვის ფონდი
- სტივ ნიქსი, IRI
- ჯეიმს ნიქსი, Chatman House
- რენდი შეუნემანი, IRI
- ნიკოლას ტენზერი, CERAP, საფრანგეთი
- ბრაიან ვიტმორი, ატლანტიკური საბჭო
- ლორა თორნტონი, GMF
- დენ ტვაინინგი, IRI
- ვლადისლავ გალუშკო, Open Society Foundations
- ანტონია ჰიჩენსი, მწერალი, The New-Yorker
- მარეტ კოპლუსი, თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი (ICDS)
- ანა ნოვოსადი, უკრაინელი აქტივისტი
- ევა ეეკ-პაჯუსტე, ლენარტ მერის სახელობის კონფერენციის დირექტორი
- სენდის სრადერსი, ბალტიის თავდაცვის კოლეჯი, ტარტუ
- ლეა შეუნემანი, ატლანტიკური საბჭო
- ვიტალი შკლიაროვი, ჰარვარდის უნივერსიტეტის მკვლევარი, კოლუმნისტი
სხვა მაღალი თანამდებობის პირები, ექსპერტები და მკვლევარები