თბილისის საკრებულოს დეპუტატს, ჯაბა ჯიშკარიანს, covid-19 დაუდასტურდა

პუბლიკა

თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატს, პარტია „ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსის” წევრს, ჯაბა ჯიშკარიანს კოვიდ-19 დაუდასტურდა.

ამის შესახებ ჯაბა ჯიშკარიანმა ფეისბუქზე დაწერა.

“ამ წუთას მოვიდა ტესტის პასუხი: covid 19 – დადებითი … ყველაფერი კარგად იქნება !“ -წერს ჯაბა ჯიშკარიანი.

კორონავირუსი დადასტურებული აქვს ამავე პარტიის ორ ლიდერს – ლევან გოგიჩაიშვილს და გედევან ფოფხაძეს.