თბილისის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ლაშა ჯოხაძემ თანამდებობა დატოვა. შინაგან საქმეთა სამინისტროში „პუბლიკას“ უთხრეს, რომ ის პოსტიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.
ჯოხაძე თანამდებობაზე 2020 წლის 27 აპრილს დაინიშნა. ვინ შეცვლის მას აღნიშნულ თანამდებობაზე, ამ ეტაპზე უწყებას ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.