თბილისის საქალაქო სასამართლომ Facebook-ის მომხმარებელს საჯარო პოსტის „Only Me-ზე“ გადაყვანა დაავალა

პუბლიკა

თბილისის საქალაქო სასამართლომ Facebook-ის ქართველ მომხმარებელს საჯარო („Public“) პოსტის „Only Me-ზე“ გადაყვანა დაავალა.

როგორც ადვოკატი სერგო ჯორბენაძე წერს, ამ შუამდგომლობის გარდა, მოსამართლემ პირს დაავალა Youtube-ზე განთავსებული ვიდეოს საჯაროობის შეზღუდვაც.

საქმე ეხება მოსარჩელის დავას სასამართლოში, რომელიც ამბობს, რომ პირმა მის მიმართ ცილისწამებლური ინფორმაცია გამოაქვეყნა Facebook-ზე და ასევე, Youtube-არხზე განათავსა ვიდეო.

ადვოკატის ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ საქმის განხილვის დასრულებამდე საჯაროობის შეზღუდვასთან ერთად პირს აუკრძალა Facebook-ანგარიშის წაშლაც.