თბილისის თეატრალურ ფესტივალზე ჯონ მალკოვიჩის სპექტაკლები გაუქმდა

პუბლიკა

თბილისის თეატრალური ფესტივალის ცნობით, მსახიობი ჯონ მალკოვიჩი თბილისში, ფესტივალში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

სპექტაკლი მსახიობის ჯანმრთელობის პრობლემის გამო გაუქმდა.

„ჯონ მალკოვიჩს თვალის უმძიმესი დაავადება აღმოაჩნდა. ოპერაციები ჩაუტარდა და აღმოჩნდა, რომ ჯერჯერობით, ვერ ხედავს. ხედავს სუსტად – მხოლოდ სილუეტებს. მას აკრძალული აქვს ფრენა, ხანგრძლივი მგზავრობა, მკვეთრი მოძრაობა და მხოლოდ ოქტომბრის ბოლოს კონსილიუმის მერე გაირკვევა, როდის შეეძლება მგზავრობა და პროფესიაში დაბრუნება.

„ბამბის მინდვრების სიმარტოვეში“ ვერ შედგება 7 და 8 ოქტომბერს. გთხოვთ, დააბრუნოთ ბილეთები! იმ შემთხვევაში, თუ მისი ჯანმრთელობა სრულად აღდგა, ახალ თარიღზე მოლაპარაკებებს გავაგრძელებთ. და დამატებით გაცნობებთ“, – აღნიშნულია განცხადებაში.