თბილისის ვიცე-მერის თქმით, ჭავჭავაძეზე მოძრაობას შეჩვევა სჭირდება

პუბლიკა

თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, რეფორმის პირველ დღეს შეფასებები არ უნდა ვაკეთოთ და დაველოდოთ როდესაც მძღოლები განახლებულ ჭავჭავაძის გამძირზე მოძრაობას სეეჩვევიან.

“მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ამასთან შეჩვევას შესაძლოა, გარკვეული დრო – რამდენიმე დღე ან ერთი-ორი კვირაც დასჭირდეს, მიტომ შეფასებები დღეს არ უნდა გავაკეთოთ” – ამბობს ის.

როგორც ხმალაძე ამბობს „ეს შეფერხებები იქნება ხვალაც, ზეგაც, მაგრამ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაშიც, ყველაფერი ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება”.

ჭავჭავაძის განახლებულმა გამზირმა საზოგადოების ნაწილში პროტესტი გააჩინა. მძღოლების ნაწილს ორიენტირება უჭირს, შექმნილია საცობები.